იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,ევროკავშირის პოლიტიკასა და პრაქტიკასთან ასოცირება: უწყვეტი განათლების პრინციპების დანერგვა მდგრადი განვითარებისათვის”-ტრენინგი თესაუში

  2019 წლის სექტემბრიდან განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა   ახალი პროექტის -,,ევროკავშირის პოლიტიკასა და პრაქტიკასთან ასოცირება: უწყვეტი განათლების პრინციპების დანერგვა მდგრადი განვითარებისათვის” -განხორციელება დაიწყო.  

     პროექტის ფარგლებში,  4 დეკემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თესაუს პროფესორებისთვის  ტრენინგი ,,განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის“ (EPPM) პრეზიდენტმა,  თამარ სანიკიძემ,  გამართა.

    როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტი  განათლებისა და ტრენინგის სფეროში ევროკავშირის პოლიტიკასა და პრაქტიკასთან დაახლოებისთვის,  ევროპარლამენტისა და საბჭოს რეკომენდაციების შესრულების ხარისხის დადგენას ითვალისწინებს.  

    პროექტი, რომლის   მიზანია საზოგადოების  ცნობიერების ამაღლება და სახელმწიფოს მიერ ვალდებულებების შესრულების პროცესში მათი ჩართულობის ხელშეწყობა, ფონდი -,,ღია საზოგადოება - საქართველოს” მხარდაჭერით ხორციელდება.

 
მნახველთა რაოდენობა: 4443
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'