fbpx

CENN ევროკავშირის მხარდაჭერილი საქართველოს კლიმატის პროგრამის ფარგლებში (GEO-CAP) აცხადებს კლიმატის ცვლილების მიტიგაციისა და ადაპტაციის ინოვაციური იდეების საგრანტო კონკურსს

7 მარტი, 2022.  ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „საქართველოს კლიმატის პროგრამა“ ფარგლებში, CENN აცხადებს კლიმატის ცვლილების მიტიგაციისა და ადაპტაციის ინოვაციური იდეების საგრანტო კონკურსს.

საგრანტო კონკურსის მიზანია ისეთი ინოვაციური და მდგრადი პროექტების განხორციელება პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებში, რომლებიც

*ხელს შეუწყობენ კლიმატის ცვლილების შერბილებასა და მასთან ადაპტაციას;

*საზოგადოების მდგრადობის გაზრდასა და ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვას.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ პროექტის სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს. აპლიკანტი დარეგისტრირებული უნდა იყოს განაცხადის შემოტანამდე სულ მცირე 1 წლით ადრე.

აპლიკანტი შეიძლება დარეგისტრირებული იყოს სამიზნე რეგიონის არასამიზნე მუნიციპალიტეტში, თუმცა საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები აუცილებლად უნდა განხორცილდეს სამიზნე მუნიციპალიტეტებში.

პროექტის სამიზნე რეგიონები და მუნიციპალიტეტებია:

*კახეთი – გურჯაანი, საგარეჯო და ახმეტა;

*იმერეთი – ზესტაფონი, ტყიბული და ჭიათურა;

*გურია – ლანჩხუთი და ოზურგეთი;

*რაჭა-ლეჩხუმი – ონი და ამბროლაური.

საგრანტო განაცხადის ფარგლებში მოთხოვნილი თანხის მინიმალური ოდენობა შეადგენს 3,000 ევროს ეკვივალენტს ლარში, ხოლო მაქსიმალური – 9,000 ევროს ეკვივალენტს ლარში.

საგრანტო კონკურსი შედგება შემდეგი ეტაპებისგან:

  1. საგრანტო იდეის პირველადი განაცხადის წარდგენა
  2. საგრანტო იდეის პირველადი განაცხადის შეფასება ჟიურის მიერ
  3. შერჩეული საგრანტო იდეების ავტორებისთვის ტრენინგ კურსი სრული საპროექტო განაცხადის მომზადებაზე (ტრენინგზე დასასწრებად 1 საპროექტო იდეისთვის გათვალისწინებულია 2 მონაწილე)
  4. სრული განაცხადის წარდგენა
  5. სრული საგრანტო განცხადებების შეფასება ჟიურის მიერ და გასაუბრება
  6. საგრანტო განაცხადის დამტკიცება/კონტრაქტის გაფორმება

კონკურსში მონაწილეობით  დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ  პირველადი განაცხადი. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა: 2022 წლის 1 მაისი, 18:00 საათი.

საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით საგრანტო სახელმძღვანელოს: https://drive.google.com/file/d/1dF_y-6ihiONLVBfYOcXu1uRhs-9CHkbk/view?usp=sharing

განაცხადისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი გთხოვთ იხილოთ შემდეგ მისამართზე: https://drive.google.com/drive/folders/1jvB1OWfSzKWT7JgVkt-o1frNsfA0ioFD?usp=sharing

შევსებული ფორმები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულად, ხელმოწერილი ან/და არსებობის შემთხვევაში ბეჭდით დამოწმებული, შემდეგ ელ.ფოსტაზე – grants@cenn.org

მეილის სათაურის ველში მითითებული უნდა იყოს: “EU-GEO-CAP – პირველადი საპროექტო განაცხადი“.

საპროექტო იდეა წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ქართულ ენაზე.

ვადაგადაცილებით წარმოდგენილი ან/და ხელით შევსებული საპროექტო იდეები არ მიიღება.

საგრანტო კონკურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიეთ შემდეგ მისამართს: https://bit.ly/3HyIMmg

საგრანტო კონკურსი ტარდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე „საქართველოს კლიმატის პროგრამა“-ის ფარგლებში რომელსაც ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითრების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითრების ასოციაცისთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით. პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებია: გურჯაანი, საგარეჯო, ახმეტა, ზესტაფონი, ტყიბული, ჭიათურა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ონი და ამბროლაური. პროექტის  მიზანია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხარდაჭერა წყალსა და ჯანსაღ გარემოზე ადამიანის უფლებაზე განსაკუთრებული აქცენტით.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :