fbpx

CENN-მა, ევროკავშირის მხარდაჭერილი საქართველოს კლიმატის პროგრამის ფარგლებში კონკურსის "იმოქმედე კლიმატისთვის" დაჯილდოების ცერემონია გამართა

19 მაისი, 2022.  თბილისი, საქართველო. კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოებისა და სამოქალაქო სექტორის როლის გააქტიურების მიზნით, CENN-მა, პარტნიორ ბიზნეს ორგანიზაციებთან, პროკრედიტ ბანკთან, ტოიოტა კავკასიასთან და აჭარა ჯგუფთან  ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს კლიმატის პროგრამის (GEO-CAP) ფარგლებში, კონკურსის – იმოქმედე კლიმატისთვის (Act4Climate) მონაწილეების დაჯილდოების ცერემონია და კლიმატის ცვლილების თემატური პოსტერების გამოფენა გამართა.

ღონისძიება მიზანი არაფორმალური გარემოს შექმნა, კლიმატის ცვლილების საკითხის გააქტიურება და სხვადასხვა სექტორების წარმომადგენლებს შორის კავშირების დამყარება იყო.

„კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა ჩვენი, როგორც ამ მშვენიერი პლანეტის მკვიდრების, საერთო მოვალეობაა. ის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დავიყვანოთ მხოლოდ გარემოსდაცვითი და კლიმატის პროფესიონალების საქმიანობამდე. ჟურნალისტებსა და ბლოგერებს, თითოეულ  მოქალაქეზე ინსპირაციისა და გავლენის მოხდენის უნარის გამო, ამ პროცესში მთავარი როლი ენიჭებათ. ამიტომ, მოხარულები ვართ დავაჯილდოოთ ნიჭიერი ჟურნალისტები და ბლოგერები, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურობენ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში.” – ალექსანდრე დარასი, ატაშე, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების სექტორის კოორდინატორი, ევროკავშირის წარმომადგენლობა  საქართველოში.

კონკურსის შედეგად, CENN-ის მიერ გამოვლინდა 3 გამარჯვებული. I ადგილის მფლობელი გახდა on.ge-ს ჟურნალისტი, ანანო მჭედლიშვილი,  რომელსაც გადაეცა 1,500 ლარის ზუმერის ვაუჩერი; II ადგილზე გავიდა ბლოგერი, ბაია ძაგნიძე,  რომელსაც გადაეცა 1,200 ლარის ზუმერის ვაუჩერი; ხოლო III ადგილი დაიკავა ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტმა, მარიკა ბაკურაძემ, რომელსაც გადაეცა 1,200 ლარის ოდენობის ზუმერის ვაუჩერი.  

თავიანთ რჩეულს, სპეციალური პრიზები გადასცეს კონკურსის პარტნიორებმა: ProCredit Bank-მა გამოავლინა 3 რჩეული კრეატიული ნამუშევარი, რომელიც წარმოაჩენს პასუხისმგებლობიანი ბიზნესის ღირებულებებსა და წარმატებულ პრაქტიკებს გარემოსდაცვით ჭრილში; Toyota Caucasus-მა გამოავლინა 1 რჩეული კრეატიული ნამუშევარი რომელიც ასახავს სტრატეგიულ და გრძელვადიან ხედვას; Adjara Group-მა გამოავლინა 1 რჩეული კრეატიული ნამუშევარი, რომელიც წარმოაჩენს ეკომეგობრული პრაქტიკის დანერგვის მნიშვნელობასა და პრაქტიკას ბიზნეს სექტორში. 

მედიას შეუძლია უდიდესი წვლილი შეიტანოს საზოგადოების ფართო მასებში კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში, შესაბამისად ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მათი ჩართულობა, რათა პირველ რიგში, მათ ჰქონდეთ უახლესი ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე და ამის შემდეგ მოახდინონ ამ ინფორმაციის გადაცემა აუდიტორიისთვის,“მაია ცხვარაძე, კლიმატის ცვლილების სამმართველოს ხელმძღვანელი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკავშირის წარმომადგენლობა  საქართველოში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ჟიურის წევრები, კონკურსის მონაწილეები, ტოიოტა კავკასიას, პროკრედიტ ბანკის, აჭარა ჯგუფისა და მედიის წარმომადგენლები.

ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარესაქართველოს კლიმატის პროგრამისფარგლებში რომელსაც ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭალეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით. პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებია: გურჯაანი, საგარეჯო, ახმეტა, ზესტაფონი, ტყიბული, ჭიათურა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ონი და ამბროლაური. პროექტის  მიზანია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხარდაჭერა წყალსა და ჯანსაღ გარემოზე ადამიანის უფლებაზე განსაკუთრებული აქცენტით.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :