სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

გახდი სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩი - რეგისტრაცია დაიწყო!

შეავსე განაცხადი 15 მაისამდე!

სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების პროგრამაში მიღება დაიწყო!

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას გახდნენ ცვლილებების ინიციატორები!

  • თუ ხარ 18-29 წლის
  • ცხოვრობ საქართველოში
  • ხედავ შენს რეგიონში საზოგადოებრივ და გარემოსდაცვით გამოწვევებს და გსურს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანო მათ მოგვარებაში

მაშინ ჩაერთე ახალგაზრდა ელჩების პროგრამაში

გაიგე მეტი სოციალური მეწარმეობის შესახებ, ისწავლე, როგორ გახდე ცვლილების ინიციატორი და მიიღე ფინანსური მხარდაჭერა შენი იდეების განსახორციელებლად!

პროგრამის მიზანია

  • ახალგაზრდებისთვის სოციალური მეწარმეობის გაცნობა  და მათი ინტერესის გაზრდა ამ მიმართულებით
  • ახალგაზრდების ჩართულობა მათ გარშემო არსებული სოციალური და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრაში სოციალურ მეწარმეობაზე ცნობიერების ამაღლებით
  • ახალგაზრდა ელჩების აღმოჩენა და მათი წახალისება მცირე ფინანსური მხარდაჭერით (750 EUR) თავიანთ რეგიონებში სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციის მიზნით
  • სოციალური მეწარმეობის სფეროში ახალგაზრდა ლიდერების აღმოჩენა და მათთვის სხვადასხვა შესაძლებლობის შექმნა
  • ახალგაზრდების უნარ-ჩვევების განვითარება გრანტების მართვის, დონორებთან ურთიერთობისა და სხვა პრაქტიკული საქმიანობის მიმართულებით

პროგრამაში მონაწილეობის ხარჯები სრულად დაფინანსებულია ევროკავშირისა (European Union) და პური მსოფლიოსთვის (Bread for the World) მხარდაჭერით.

პროგრამა მოიცავს სოციალური მეწარმეობის შესახებ საზაფხულო სკოლასა და პროექტების კონკურსს.

 

საზაფხულო სკოლა

საზაფხულო სკოლის ფარგლებში ახალგაზრდები 5 დღის მანძილზე გაეცნობიან სოციალური მეწარმეობის არსს, სოც.მეწარმეობაში ახალგაზრდებისთვის არსებულ შესაძლებლობებს, მენტორებთან ერთად იმუშავებენ მათ გარშემო არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე, ეწვევიან სხვადასხვა სოციალური მიზნის მქონე საწარმოს, შეხვდებიან სოციალურ მეწარმეებს, გაეცნობიან მათ საქმიანობას და მიიღებენ მონაწილეობას თემატურ ვორქშოპებში.

ახალგაზრდები გაივლიან პრაქტიკულ მომზადებას პროექტების კონკურსისთვის,  მათ შორის კომუნიკაციების, ინფორმაციის გავრცელებისა და სხვა საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მხრივ.

 

პროექტების კონკურსი

სკოლის გავლის შემდეგ, მონაწილეები ჩაერთვებიან პროექტების კონკურსში, რომლის მიზანია რეგიონებში სოციალური მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

კონკუსის შედეგად კი გამოვლინდება 5 გამარჯვებული, რომლებიც გახდებიან CSRDG-ს სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩები თავიანთ რეგიონებში, მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას და თანამოაზრეებთან ერთად იმუშავებენ სოციალური მეწარმეობით მეტი ადამიანის დაინტერესებაზე.

საუკეთესო ახალგაზრდა ელჩი დაჯილდოვდება სპეციალური განსაკუთრებული პრიზებით.

პროგრამაში მონაწილეობისთვის სულ შეირჩევა 20-25 ახალგაზრდა.

 

 

საინფორმაციო შეხვედრები 

CSRDG სოციალური მეწარმეობისა და კონკურსში მონაწილეობის პირობების შესახებ ინფორმაციის უკეთ გასაცნობად მართავს შეხვედრებს რეგიონებში.

ბათუმი - 19 აპრილი, 14:00 საათი, სასტუმრო "Le Meridian Batumi"

ქუთაისი - 20 აპრილი, 14:00 საათი, სასტუმრო "Best Western"

მარნეული - 3 მაისი, 14:00 საათი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი

ონლაინ Zoom შეხვედრა - 5 მაისი, 14 საათი

 

რეგისტრაცია

განაცხადები მიიღება 2022 წლის 15 მაისამდე

 

გზამკვლევი

გზამკვლევი

გაეცანი პროგრამის შესახებ ინფორმაციას დეტალურად და გაიგე როგორ გახდე ჩვენი ახალგაზრდა ელჩი შენს რეგიონში!

პროექტის შესახებ

ახალგაზრდა ელჩების პროგრამა ხორციელდება პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი ევროკავშირისა და „პური მსოფლიოსთვის“ მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის პარტნიორები არიან: სოციალურ საწარმოთა ალიანსი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი, ევროპული ვენჩურული ფილანტროპიის ასოციაცია და ახალგაზრდობის სააგენტო.