ბუღალტრებისა და ფინანსისტების მესამე საზაფხულო კონფერენცია
7 ივლისს 19:00 საათზე ბუღალტერთა კავშირისა და საქართველოს ფინანსისტთა და ბუღალტერთა ინსტიტუტის GIFA-ს ორგანიზებით ჩატარდება  ბუღალტრებისა და ფინანსისტების ყოველწლიური კონფერენცია.
კონფერენცია უკვე მესამე  წელია რაც ტარდება  და  პროფესიული წრეების  დიდი ინტერესით სარგებლობს.

წლევანდელ კონფერენციას პანელური დისკუსიის სახე ექნება gov.fin.ge-ს პლატფორმის ფარგლებში, სადაც კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები Შეხვდებიან ბუღალტერთა კავშირისა და gifa-ს მიერ გადამზადებულ საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს.

თუ გსურს ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ნაწილი იყო, აუცილებლად დარეგისტრირდით ახლავე, რადგან ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

კონფერენციის მიზანია  საქართველოს ბუღალტრების, ფინანსისტების და ამ სფეროსთან დაკავშირებული ადამიანები გააერთიანოს და მათი საჭიროების მიხედვით მიაწოდოს ყველა მნიშვნელოვანი და აქტუალური ინფორმაცია, რომელიც პროფესიულ წინსვლაში და ბიზნესის, საქმიანობის სწორად წარმართვისთვისათვის საჭიროა.

გარდა სახელმწიფო და კერძო სექტორის ჩართულობისა, კონფერენციაზე Gifa და ბუღალტერთა კავშირი წარადგენს საკუთარ ანგარიშს.
ამ ორი ორგანიზაციის ფარგლებში 2 წლის მანძილზე კვალიფიკაცია უკვე 3000-ზე მეტმა ადამიანმა აიმაღლა, ამ წლის მანძილზე კი საკუთარი პროფესიით დავასაქმეთ 100-ზე მეტი ადამიანი, ეს კიდევ დასაწყისია, ბუღალტერთა კავშირი და GIFA 15000 ბუღალტერს და საფინანსო სექტორის წარმომადგენელს აერთიანებს.

შეხვედრა ჩატარდება ბილტმორში - რუსთაველის გამზ. 29
დრო: 7 ივლისი 19:00 საათი
ღონისძიებაზე მონაწილეობის საფასური: 38 ლარი

დეტალებთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით: +995 591 277 277
Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი, გვარი *
ტელეფონი *
ელ-ფოსტა *
ორგანიზაცია/პოზიცია *
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy