მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანე მაჭავარიანი „IDS ბორჯომი საქართველოს“ გენერალური დირექტორი გახდა

60c2065b6eda1
თელარა გელანტია
10.06.21 16:22
5709
ყოფილი ფინანსთა მინისტრი ივანი მაჭავარიანი კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ გენერალური დირექტორი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-ის კომპანიაში დაუდასტურეს.

"საკადრო ცვლილება, კომპანიის ტრანსფორმაციის პროექტის ფარგლებში, სტრუქტურული გარდაქმნის და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას უკავშირდება", - აცხადებენ "ბორჯომში".

ივანე მაჭავარიანი ქალაქ თბილისში, 1974 წლის 11 თებერვალს დაიბადა. პროფესიული კარიერა მან კომპანია „ჯეოსელში“ 1997 წელს დაიწყო, სადაც 21 წლის განმავლობაში, სხვადასხვა წამყვან პოზიციაზე იმუშავა. 2018 წლის 12 ივლისიდან 2021 წლის 31 მარტამდე, ივანე მაჭავარიანი საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ხოლო 2021 წლის 25 თებერვლიდან, ვიცე პრემიერის თანამდებობას იკავებდა.

ახალი დირექტორი კომპანიაში საქმიანობას დღეიდან შეუდგა.

შეგახსენებთ: ივანე მაჭავარიანი საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას 2018 წლის 12 ივლისიდან 2021 წლის 31 მარტამდე იკავებდა. მან აღნიშნული პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.