როგორ გავხდე ფრილანსერი და დავსაქმდე დისტანციურად
"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი'' გთავაზობთ ონლაინ კურსს დისტანციური დასაქმებისა და ფრილანსერობის შესახებ.

ონლაინ კურსის მიზანია დაინტერესებულ ადამიანებს გააცნოს დისტანციური დასაქმებისა და ფრილანსერობის დღეს არსებული შესაძლებლობები და წარუდგინოს კონკრეტული პროფესიები, რომლებიც მაღალანაზღაურებადი და საინტერესოა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამსაქმებლებისთვის. კურსის ფარგლებში საუბარი იქნება ამ პროფესიების შესწავლის პრაქტიკებზე და  იმ მიზეზებზე, თუ რატომ  უნდა დაინტერესდნენ კურსის მონაწილეები დასაქმების ამ შესაძლებლობებით.

რას შეისწავლით კურსის განმავლობაში:

- დისტანციური დასაქმებისა და ფრილანსერობის შესაძლებლობებს საქართველოსა და მსოფლიოში;
- კონკრეტულ პლატფორმებს, რომლებიც დაგეხმარებათ, გახდეთ წარმატებული ფრილანსერი;
- პროგრამირებაში, გრაფიკულ დიზაინში, ქოფირაითინგში, ციფრულ მარკეტინგსა და სოციალური მედიის მენეჯმენტში დასაქმების გზებს და ამ პროფესიების შესწავლის საშუალებებს;
- საქმიან კომუნიკაციას და შემოსავლის მართვას.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კურსის განმავლობაში  არ შეისწავლით კონკრეტულ პროფესიას. კურსი ემსახურება პროფესიების გაცნობას და კურსის მონაწილეებისთვის კარიერულ არჩევანში დახმარებას.

მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც ყველა ჩამოთვლილ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:

- არის 16 ან მეტი წლის;

- ცხოვრობს გურიაში, ქვემო ქართლში ან კახეთში;

- აქვს კომპიუტერი და ინტერნეტი;

- ფლობს ინგლისურ ენას მინიმუმ A2 დონეზე;

- დარეგისტრირებულია დასაქმების მსურველად "სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრში."


მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია,  მიღებული აპლიკაციებიდან შერჩეულნი იქნებიან მონაწილეები, რომლებიც ჩამოთვლილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.  კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში განიხილება მონაწილისთვის პროფესიული კურსის  თანადაფინანსების საკითხი.

კურსი შედგება 2 საათიანი 10 შეხვედრისგან და ჩატარდება კვირაში ორჯერ, ორშაბათს და ხუთშაბათს 20:00 სთ-ზე. კურსის დაწყების თარიღია 2 მარტი, შერჩეულ კანდიდატებს მიეწოდებათ განრიგის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია. 

კურსი სრულად დაფინანსებულია საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მიერ.

გთხოვთ, მოცემული აპლიკაცია შეავსოთ იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებული ხართ, რომ მოახერხებთ კურსის სრულად გავლას.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 თებერვალი, 2023 წელი.

აპლიკაცია განკუთვნილია "სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის'' მომსახურებით მოსარგებლე პირებისთვის. თუ ჯერ კიდევ არ ხართ ჩვენი პროექტის მონაწილე, მოცემული აპლიკაციის მე-8 კითხვაში მიუთითეთ ეს და ცენტრის წარმომადგენელი თავად დაგიკავშირდებათ.

9 თებერვალს ჩატარდება კურსის საორიენტაციო შეხვედრა, რომელზეც დეტალურად მოგეწოდებათ ინფორმაცია განრიგის თაობაზე.

პროექტის "უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის" მიზანია ადგილობრივი ადამიანური კაპიტალის განვითარება და შენარჩუნება გურიის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის. პროექტი ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის (CSRDG) ლიდერობით, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან ერთად.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.  

Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი / გვარი *
სქესი *
ასაკი *
საკონტაქტო ტელეფონის ნომერი *
მიუთითეთ თქვენი ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი სრულად *
ფეისბუქის ბმული *
ელ-ფოსტის მისამართი *
რომელი ცენტრის მომსახურებით სარგებლობთ? *
მიუთითეთ საცხოვრებელი ქალაქი/სოფელი/დაბა *
მიუთითეთ ინგლისური ენის ცოდნის დონე *
ფლობთ თუ არა ინგლისური ენის დამადასტურებელ სერტიფიკატს?
Clear selection
რომელ ენებს ფლობთ ინგლისური ენის გარდა? (მიუთითეთ ცოდნის დონე) *
გაქვთ თუ არა კომპიუტერი სახლში? *
გაქვთ თუ არა ინტერნეტი სახლში? *
რატომ გინდათ ამ კურსის გავლა? რა არის თქვენი მოტივაცია? (დაწერეთ ვრცლად) *
რა ცოდნას და უნარებს ფლობთ, რომელიც თქვენი აზრით გამოგადგებათ დისტანციური დასაქმებისთვის / ფრილანსერობისთვის? *
რომელ სფეროში გსურთ დასაქმდეთ?
Clear selection
შეძლებთ თუ არა ყოველკვირეულად ორ შეხვედრაზე დასწრებას? *
საიდან გაიგეთ ამ შემოთავაზების შესახებ? *
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy