ა(ა)იპ- განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის თანამშრომელები სამუშაო ვიზიტით უნივერსიტეტში

11 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ა(ა)იპ- განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის თანამშრომელთა ჯგუფი, ინსტიტუტის პრეზიდენტის ქალბატონ თამარ სანიკიძის ხელმძღვანელობით ეწვია. შეხვედრა, რომელსაც უნივერსიტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ესწრებოდა გაიმართა ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, აქვე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.