[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ პოლიციამ უკანონო და არაპროპორციული ძალა გამოიყენა

2023 წლის 7-8 მარტს, არსებითად მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ პოლიციამ უკანონო და არაპროპორციული ძალა გამოიყენა. მათ შორის, ადგილი ჰქონდა მასობრივ დაკავებას. Შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 66 პირი, ზოგ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაზიანებას, მათ შორის, არასათანადო მოპყრობის ფორმით. ასეთ ფაქტს, ადგილი ჰქონდა, ასევე, პოლიტიკოს, ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ.

აღსანიშნავია, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის (აგენტების) შესახებ რუსულ კანონპროექტებს უკვე დღეებია განგრძობადი მშვიდობიანი პროტესტი უძღვის წინ. 6 მარტს საპარლამენტო უმრავლესობამ საზოგადოებას საჯაროდ აცნობა, რომ კანონპროექტებს განიხილავდნენ 9 მარტის სხდომაზე. თუმცა, მოულოდნელად, 7 მარტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას, „ქართულმა ოცნებამ“ დაუსაბუთებლად შეცვალა დღის წესრიგი და ხუთშაბათს განსახილველი საკითხი ორი დღით ადრე გადმოწია. პროცესები ფართო საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ხაზს უსვამს მათ მიერ კანონმდებლობის საკუთარ თავზე მორგების მიზნებს. ის აზიანებს საპარლამენტო პროცესების სანდოობას, გამჭვირვალობას და განჭვრეტადობას განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკითხის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ 78-მა დეპუტატმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

პლენარული განხილვის დაანონსებიდან მალევე რუსთაველის გამზირზე დაახლოებით 16:00 საათიდან შეკრება დაიწყეს რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის მქონე მშვიდობიანმა მოქალაქეებმა. იმ დროს, როდესაც აქცია მიმდინარეობდა აბსოლუტურად მშვიდობიანად და შეკრების უფლების რაიმე ფორმით შეზღუდვის ობიექტური საჭიროება არ არსებობდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20:43 საათზე გაავრცელა განცხადება ძალის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით. 2023 წლის 7-8 მარტის ღამეს ხელისუფლებამ რამდენიმე სპეციალური საშუალება გამოიყენა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, მათ შორის, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი. Სპეციალური საშუალებები ზოგ შემთხვევაში გამოიყენებოდა პარალელურად, რაც ეწინააღმდეგება დადგენილ სტანდარტებს.

ხაზგასასმელია, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განმტკიცებულია მშვიდობიანი შეკრების უფლებით შეუფერხებელი სარგებლობის გარანტიები. მეტიც, დადგენილი სტანდარტია, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ გამოვლენილ იქნება მანიფესტაციის ცალკეული მონაწილის ან მონაწილეების მიერ შეუსაბამო ქცევა, ხსენებული არ აქცევს მშვიდობიან აქციას ავტომატურად არამშვიდობიანად. სამართალდამცავები ვალდებულნი არიან, გამიჯნონ მშვიდობიანი და არამშვიდობიანი მონაწილეები. მხოლოდ ერთეული იზოლირებული ძალადობის ან ძალადობრივი ქმედების გამოვლენა ზოგიერთი მონაწილის მხრიდან დემონსტრაციის განმავლობაში არ არის თავისთავად მყარი საფუძველი იმისათვის, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების შეკრების თავისუფლება შეიზღუდოს.[1] სამართალდამცავები არ უნდა მოეპყრონ შეკრებილ ხალხს ერთგვაროვნად მონაწილეთა დაკავებისას ან (როგორც უკანასკნელი საშუალება) შეკრების ძალის გამოყენებით დაშლისას.[2] ძალის გამოყენება აქციის იმ მონაწილეთა მიმართ, რომლებიც წინააღმდეგობის გამწევთა რიგებში არ არიან, არ არის გამართლებული, მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრანტების მცირე ჯგუფი შეიძლება პოლიციას უპირისპირდებოდეს.[3]

აქედან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ 7-8 მარტს სამართალდამცავთა მიერ არსებითად მშვიდობიანი დემონსტრანტების შეკრების უფლებაში ჩარევა არ იყო ლეგიტიმური. შსს-ს მიერ გაკეთებული პირველივე ჩარევა იყო უკანონო და არაპროპორციული ზომა. უხეშად დაირღვა კანონი, როდესაც პარლამენტის გვერდით მდებარე ქუჩებზე მყოფი დემონსტრანტების მიმართ პოლიციამ წყლის ჭავლი და სხვა სპეცსაშუალებები წინასწარი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა. Პოლიციამ შეკრებილი მოქალაქეების გაფრთხილება სპეციალური საპოლიციო საშუალებების გამოყენების შემდეგ დაიწყო. Პოლიციის მხრიდან კანონის უხეშად დარღვევამ და ძალადობამ გამოიწვია მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა ნაწილის გაღიზიანება. უკვე შემდგომ განხორციელებული ჩარევების დროს კი, პოლიცია სათანადოდ ვერ ახერხებდა მშვიდობიანი უმრავლესობისა და პოლიციასთან დაპირისპირებაში შესული მცირე ჯგუფის დიფერენცირებას. მთლიანობაში, აქციაზე პოლიციამ ძალის მასობრივი მობილიზებით მშვიდობიანი შეკრების მონაწილეებისთვის დამაშინებელი და სახიფათო გარემო შექმნა.

შემაშფოთებელია, რომ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულთაგან ზოგს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება, ზოგიერთი მათგანი, კი, დაუზუსტებელი ინფორმაციით, პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებშია გადაყვანილი.

შემაშფოთებელია, რომ დაკავებულების დიდი ნაწილის ზუსტი ადგილსამყოფელი და მდგომარეობა ოჯახებისა და ადვოკატებისთვის არაა ცნობილი. გუშინ საღამოდან უწყვეტ რეჟიმში ვიღებთ ცხელი ხაზის ნომერზე დაკავებული პირების ოჯახის წევრებისა და მეგობრების ზარებს, რომლებსაც არ აქვთ დაზუსტებული ინფორმაცია მათი ახლობლების მდგომარეობასთან დაკავშირებით. განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციების ადვოკატები ცდილობენ მოიძიონ დაკავებული პირების შესახებ ინფორმაცია. ამ დროისთვის ორგანიზაციებისთვის სულ 42 დაკავებული პირის ვინაობაა ცნობილი. ისინი ამ დრომდე არ გადაუყვანიათ სასამართლოში და, შესაბამისად, ადმინისტრაციული დაკავების პირობებში რჩებიან. დაკავებულები მთელი საქართველოს მასშტაბით არიან გადანაწილებულები, რაც მათთან დაკავშირებას და მათთვის იურიდიული დახმარების გაწევას საგრძნობლად ართულებს.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ სახელმწიფო ინსტიტუტებს იმოქმედონ საკუთარი მანდატის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების პატივისცემით.

მოვუწოდებთ:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • ყველა დაკავებულს მიეცეს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა;
  • დაკავებულთა ადვოკატებს დროულად მიეწოდოთ ინფორმაცია, რომელ იზოლატორებში არიან გადაყვანილნი მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები;
  • დაუყოვნებლივ მოხდეს დაკავებული პირების გადაყვანა სასამართლოში და დაკავების ვადა 48 საათამდე გაუმართლებლად არ გახანგრძლივდეს.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:

  • უზრუნველყოს სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების შემთხვევების გამოძიება.
  • თვითნებური დაკავებების, დაკავებულთა მიმართ ფიზიკური ძალადობის და სხვა მოვლენების სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები განაგრძობენ დაკავებულების შესახებ ინფორმაციის მოძიებას და არსებული რესურსების გათვალისწინებით, მათი ინტერესების სასამართლოში დაცვას.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
  • უფლებები საქართველო
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • დამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“